სულ რაღაც შვიდი თვის წინ, ქართულ ეკონომიკურ ბაზარზე, ახალი საინვესტიციო კომპანია "მეტეხი გრუფი" გამოჩნდა... ჩვენი ინვესტიციები ამჯერად, ძირითადად ორიენტირებულია სამშენებლო ბიზნესზე, თუმც ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ამ კონკრეტული სფეროთი, ანუ შეზღუდული არ ვართ და ვფიქრობ, რომ მალე გავფართოვდებით.
ჩვენი სლოგანი "ყველგან, სადაც იდეაა" - ჩვენი მიზნების ადექვატურია.
თუ გავითვალისწინებთ კომპანიის განვითარების სწრაფ ტემპს, შემიძლია ვივარაუდო, რომ დაახლოვებით 2 წელიწაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია იქნება საქართველოში, რომელიც საუკეთესო ხუთეულში დაიმკვიდრებს ადგილს.
კომპანია ახალგაზრდა პროფესიონალებმა დააარსეს და თუ გავითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რაც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ახლავს თან, მათ მცირე ხანში საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწიეს.
კომპანიის მთავარ პრიორიტეტს, დღესდღეობით, სამშენებლო ბიზნესი წარმოადგენს, თუმც სტრატეგიული კურსი მრავალმხრივია და რაც მთავარია, რეალურად მომართული ინოვაციური და ზოგადსასარგებლო პროექტების დასაფინანსებლად. "მეტეხი გრუფი" საერთო სამეგობრო წრემ დავაარსეთ.
დღეს, საქართველოში უკვე საკმაოდ სტაბილური ეკონომიკური გარემოა საინვესტიციო საქმიანობისთვის. კომპანია "მეტეხი გრუფს" ყველა რესურსი გააჩნია საიმოსოდ, რომ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ერთ - ერთი მსხვილი კომპანია გახდეს ქართულ საინვესტიციო ბაზარზე. |