სიახლე
 
ივლისი
20
 
 
 
ანონსი
 
ივლისი
29
 
 
 
 
 
 

  შვილობილი კომპანიები  
     
 

"მეტეხი გრუფ"-ის შვილობილი კომპანიაა ჰოლდინგი "მეტეხი-მედია", რომლის ძირითად მიმართულებას, ამ ეტაპზე ბეჭდვითი პერიოდიკა და პოლიგრაფიული სარეკლამო საქმიანობა წარმოადგენს.
 
"მეტეხი-მედია" ჰოლდინგმა 2007 წლიდან თანამედროვე სახით აღადგინა და გამოსცა ქართული ბეჭდვითი მედიის ისტორიული გამოცემა  "ცნობის ფურცელი".
 
ახალი "ცნობის ფურცელი" ეკლექტურ სამომხმარებლო ინფორმაციას შეიცავს და სარეკლამო სერვისზეა ორიენტირებული. ჟურნალის თემატური შიგთავსი მრავალი საინტერესო სიახლით არის გამდიდრებული და ყველა კატეგორიის მკითხველისთვის მიმზიდველია.
 
"მეტეხი მედია" ჰოლდინგი ინტენსიურად მუშაობს სატელევიზიო და ინტერნეტ მედია სფეროების ათვისებაზე. მალე ჰოლდინგი კომპლექსური სარეკლამო-საინფორმაციო სერვისის სრული პაკეტით წარდგება მომხმარებელთა წინაშე.