სიახლე
 
ივლისი
20
 
 
 
ანონსი
 
ივლისი
29
 
 
 
 
 
 

  კომპანიის შესახებ  
     
 

"მეტეხი გრუფ"-ი ფართოპროფილიანი საინვესტიციო კომპანიაა, რომლის სტრატეგიული ორიენტაცია იდეალურად შეესაბამება კომპანიის სლოგანს - "ყველგან, სადაც იდეაა".
 
"მეტეხი გრუფ"-ი 2007 წლის იანვარში დაფუძნდა ახალგაზრდა, ნიჭიერი პროფესიონალების მიერ და ფლობს ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვისთვის საჭირო ყველა თანამედროვე რესურსს.
 
კომპანიის საერთო სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული ისტორიული ბრენდების თანამედროვე სახით აღდგენა და განვითარება.
 
ანალოგიური სახის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც "მეტეხი გრუფ"-მა წარმატებით განახორციელა, გახლავთ ქართული ისტორიული მედია-ბრენდის "ცნობის ფურცელის" აღდგენა. აღნიშნულ ფაქტს უკვე მოჰყვა პოზიტიური გამოხმაურება ქართული საზოგადოებისა და ინტელიგენციის მხრიდან.
 
"მეტეხი გრუფ"-ის მენეჯმენტი განაგრძობს ამ კუთხით ინტენსიურად მუშაობას და მომავალშიც გეგმავს ეროვნული ბიზნეს-ინტერესების აქტიურად დაცვას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.
 
გარდა ამისა, კომპანია მზად არის ნებისმიერი საინტერესო და კომერციულად მიმზიდველი ბიზნეს-იდეების ინვესტირება განახორციელოს. დღეისათვის, კომპანიაში შემოსული ბიზნეს-პროექტების 20% აქტიურად განიხილება.
 
"მეტეხი გრუფ"-ის მენეჯმენტის ეფექტური სისტემა განსაზღვრულია ნებისმიერი სირთულისა და თავისებურებების მქონე ბიზნეს-სექტორის მართვისთვის.
 
პოტენციურ პარტნიორებს კომპანია "მეტეხი გრუფ"-ი სთავაზობს:
 
- ბიზნეს-იდეების სრულ და ნაწილობრივ დაფინანსებას თანაპარტნიორული, პარიტეტული პრინციპით;
- მსხვილი გრძელვადიანი ბიზნეს-პროექტების სრულ ინვესტირებას;
- ინდივიდუალურად განსაზღვრულ და მორგებულ პარტნიორულ პირობებს.
 
ამ ეტაპზე კომპანიის ინტერესების სფეროს მასშტაბური სამშენებლო პროექტები და უძრავი ქონება წარმოადგენს.
 
ყოველივე ამასთან ერთად, "მეტეხი გრუფ"-ის ხელმძღვანელობა გეგმავს, შესაძლებლობების ფარგლებში, მხარი დაუჭიროს სახელმწიფო მნიშვნელობის მასშტაბურ პროექტებსაც, რომელთა განხორციელება სარგებელს მოუტანს ქვეყნის აღმშენებლობას და განვითარებას.
 
კომპანია "მეტეხი გრუფ"-მა მოკლე დროში შეძლო სასურველი ავტორიტეტისა და მომხარებელთა ნდობის მოპოვება. კომპანიის მზარდი წარმატების მყარ გარანტს თანამედროვე სტანდარტების მენეჯმენტი, კვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და ბიზნეს-საქმიანობისადმი ინოვაციური მიდგომა წარმოადგენს.
 
 

დამფუძნებლები

 
დავით კაკაბაძე
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
 

d.kakabadze@metekhigroup.com

 
 
ირაკლი კვერნაძე
გენერალური დირექტორი
 
ტელ: 899 29 74 84
 
 
ბიძინა ჩხეიძე
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
 
ტელ: 899 10 20 35
 
 
ლიკა გოგოლაშვილი
გაყიდვების მენეჯერი
 
ტელ: 899 53 69 99

l.gogolashvili@metekhigroup.com

 
ირაკლი კობახიძე
ფინანსური მენეჯერი
 
ტელ: 877 44 30 14

i.kobaxidze@metekhigroup.com

 
ბეგლარ ყიფიანი
იურისტი
 
ტელ: 895 36 11 62